Thursday, August 11, 2011

პროექტი – წყალი მარგებელი


პროექტის იდეა

ონთან მდებარეობს მინერალური წყალი ,,სორტუანი“, რომელიც უნიკალურია სამკურნალო თვისებებით. მისი მიმდებარე ტერიტორია 200 კვ.მ, დაბინძურებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. ჩვენი მიზანია მინერალური წყლის სისუფთავის დაცვა და გამოყენება. ქიმიური შემადგენლობის  შემოწმება.

პროექტის აქტუალობა
პროექტის განხორციელების შედეგად მივაღწევთ ეკოლოგიური  სისუფთავის აღდგენას, მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას და წყლის უკეთ ათვისებას.

პროექტის მიზანი
ონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მინერალური წყლის ,,სორტუანის“ სისუფთავის დაცვა და გამოყენება.
ამოცანები:
·         ონში მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება მინერალური წყლის სისუფძთავის დაცვის აუცილებლობის შესახებ
·         ,,სორტუანის“ წყლის მიმდებარე ტერიტორიის სისუფთავის დაცვა
·         მინერალური რესურსის გამოყენების გაფართოება.

მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 კვირა

მოსალოდნელი შედეგები:
·         მომზადდა და დაიბეჩდა საგაზეთო სტატია
·         დაიბეჭდა 30 ბუკლეტი
·         ჩატარდა 2 ლექცია-სემინარი
·         დასუფთავდა ,,სორტუანის“ მიმდებარე ტერიტორია, დაიდგა 3 ურნა და 5 გამაფრტხილებელი ნიშანი
·         ონის მოსახლეობაში გაფართოვდა მინერალური რესურსების გამოყენება

საჭირო რესურსი
მოსწავლე-მასწავლებელი სახელმძღვანელო ,ბუკლეტები, ვიდეო მასალა, ისტ-ის გამოყენება, ფორმატი, სკოჩი, მარკერი, გამაფრთხილებელი ნიშანი, მერიის სამსახური.

პროექტის მსვლელობა
·         საგაზეთო სტატიის მომზადება
·         საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება და გავრცელება
·         ლექცია-სემინარის ჩატარება
·         დასუფთავების სამსახურთან დაკავშირება, პრობლემის მოგვარებაში დახმარების მიზნით
·         ტერიტორიის დასუფთავება
·         ურნის დადგმა ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ
·         5 გამაფრთხილებელი ნიშნის დაყენება
·         50 ბოთლი მინერალური წყლის ჩამოსხმა და უნარშეზღუდული მოსახლეობისათვის მიწოდება-დარიგება
·         პროექტის შემაჯამებელი შეფასება

საგნებთან კავშირი

ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შეძლებენ საგანთა შორის კავშირების დამყარებას (ბიოლოგია, სამოქალაქო განათლება, ქიმია, ხელოვნება)

პროექტის ხელმძღვანელი:  გამყრელიძე  მარინა

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: gamariana10@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: anavaxo.blogspot.com

Wednesday, August 10, 2011

ონი

ჩემი საყვარელი პოეტი,რომლის  ყველა ლექსი ქართველისათვის და არამარტო ქართველისათვის სასიამოვნოა.